
არტიომ შრაიბმანი არის კარნეგი რუსეთის/ევრაზიის ცენტრის არარეზიდენტი მეცნიერი. მისი სამუაო ბელარუსის საშინაო და საგარეო პოლიტიკიას უკავშირდება. არის პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია Sense Analytics-ის დამფუძნებელი.
შრაიბმანი არის ვებგვერდის TUT.BY ყოფილი პოლიტიკური რედაქტორი. აღნიშნული ყველაზე პოპულარული არასახელმწიფო მედია საშუალებაა ბელარუსში და ხშირად წერს Zerkalo.io-სთვის (TUT.BY-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ შექმნილი მედიასაშუალება) ბელარუსის პოლიტიკაზე.
შრაიბმანი ასევე მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფროს პოლიტიკურ მრჩევლად მინსკში და სტაჟიორად გერმანიის ბუნდესტაგში.