
თამთა მიქელაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრატურა და სხვადასხვა დროს მუშაობა იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში (2006-2009 წლები), ეროვნული უშიშროების საბჭოში (2009 წელი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე (2009-2013 წლები).
2013 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში – სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის პოზიციაზე. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რელიგიის თავისუფლების და სეკულარიზმის საკითხები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ლგბტ უფლებები, გამოხატვის თავისუფლება. სხვადასხვა დროს აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, აგრარულ უნივერსიტეტში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.