ირაკლი სამხარაძე
irakli Samkharadze

დოქტორი ირაკლი სამხარაძე არის იურისტი, კონსულტანტი და  პროექტების სერტიფიცირებული მენეჯერი, რომელსაც ევროპის ქვეყნებში მუშაობის ათწლეულზე მეტი  გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სამართლისა და კლიმატის პოლიტიკის სფეროებში. ამჟამად ის მუშაობს ენერგეტიკის მრჩევლად გერმანულ საკონსულტაციო კომპანიაში OMNIA GmbH, სადაც პარტნიორებს ეხმარება მდგრადი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების რეფორმების დაგეგმვაში და განხორციელებაში. ირაკლის დოქტორის ხარისხი ენერგეტიკის სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მოპოვებული, ხოლო სადოქტოროშემდგომ კვლევაზე ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (FU Berlin) იმუშავა. მანამდე ირაკლი იყოსაერთაშორისო მკვლევარი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KU Leuven) და DAAD-ისმკვლევარი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას უნივერსიტეტში.

ირაკლიმაგისტრის ხარისხი (LL.M.) ერაზმუსის სახელობის როტერდამის უნივერსიტეტიდან მოიპოვა. მას აქვს საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. როგორც პროფესორი და ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში, ის ასწავლის მრავალ საგანს და აქტიურად მონაწილეობს აკადემიურ ცხოვრებაში.