თინათინ გურგენიძე
თინათინ გურგენიძე – არქიტექტორი და მკვლევარი, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადამფუძნებელი და კურატორი. ის ასწავლის გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში და ამჟამად მუშაობს სადოქტოროზე, სადაც პოსტსაბჭოთა ურბანულ სივრცეებს იკვლევს. მისი კურატორული და სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო გამოფენებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ეხება ურბანულ გარდაქმნებსა და საცხოვრებელი გარემოს სოციალურ კონტექსტებს.