მედეა ტურაშვილი
მედეა ტურაშვილის ინტერესის სფეროებია მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხები, ადამიანის უფლებები, იძულებითი მიგრაცია, სამშვიდობო მედიაცია სამხრეთ კავკასიაში. მას აქვს თხუთმეტ წელზე მეტი გამოცდილება კვლევის, ანალიტიკური საქმიანობის და ადვოკატირების მიმართულებით სხვადასხავა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატში, კრიზისების საერთაშორის ჯგუფში და უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრში.