ანანო ცინცაბაძე 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დასრულებისთანავე, პრაქტიკა დაიწყო იურიდიულ ფირმაში, სადაც მის ძირითად პროფილს წარმოადგენდა ქონების რესტიტუციის სამართლებრივი ასპექტები. მას შემდეგ მუშაობდა სატელეკომუნიკაციო სამართლის კუთხით.
არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პერიოდიდან აღსანიშნავია აქტივობა გარემოს დაცვის კანონმდებლობის შემუშავებისა და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.
ამჟამად, ანანო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის კოორდინატორია, სადაც შრომისა და უსახლკარობის საკითხებზე მუშაობს, გარდა ამისა, ის უძღვება ბიოლის ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ურბანული და სივრცითი გეგმარების საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენისა და ცვლილებების ადვოკატირების მიმართულებით.
2014 წლის დეკემბერში ანანომ მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი (ჩიკაგო, კენტის სამართლის სკოლა).