მამუკა წერეთელი
მამუკა წერეთელი არის ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი, აშშ) დაფუძნებული ცენტრალური აზიისა-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის სწავლების პროგრამის ერთობლივი ცენტრის უფროსი მკვლევარი და კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი. მისი ექსპერტიზის სფეროებია: საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ანალიზი და შერბილების სტრატეგია, და ბიზნეს-განვითარება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
2009-2013 წწ. მამუკა წერეთელი იყო ამერიკული უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების კვლევების ცენტრის დირექტორი, ხოლო მანამდე, 12 წლის განმავლობაში ის ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელ აღმასრულებელ დირექტორს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ეკონომიკურ მრჩეველს წარმოადგენდა.
მამუკა წერეთელს მოპოვებული აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიაში და მაგისტრის ხარისხი სოციალურ და ეკონომიკურ გეორგაფიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.