ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი
ბუნდესტაგის წევრი (2009-2013) „კავშირი 90/მწვანეების“ ფრაქციიდან

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი - ბუნდესტაგის წევრი (2009-2013) „კავშირი 90/მწვანეების“ ფრაქციიდან. ვიოლა ფონ კრამონი ფრაქციის მომხსენებელი გახლდათ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საკითხებზე და ამავდროულად ხელმძღვანელობდა ბუნდესტაგის სპორტულ კომიტეტს. ასევე გახლდათ ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში  გერმანული დელეგაციის წევრი. პასუხისმგებელი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამაზე (Internationales Parlaments-Stipendium / IPS).

თავისი საპარლამენტო კარიერის დაწყებამდე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი დაეუფლა აგრარულ მეცნიერებებს ბონისა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და კენტის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტებში და ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში. 2008 წელს მან კიორბერის ფონდის Sable ტრანსატლანტიკური იდეების კონკურსის პრემია მიიღო.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის პოლიტიკური ინტერესები მოიცავს გერმანია-საბერძნეთის თანამშრომლობის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიზაციის საკითხებს.