მილოტა სიდოროვა - ექსპერტი, რომლის ინტერესების სპექტრი ქალაქის განვითარების სხვადასხვა ასპექტითა და ურბანული დაგეგმარებით განისაზღვრება. 2011-2015 წლებში იყო დიზაინერ-არქიტექტორთა ჯგუფ reSITE-ის კოორდინატორი. 2013 წელს მიიღო ფულბრაიტის სტიპენდია ქალაქ ნიუ-იორკში ურბანისტიკის შესასწავლად. 2014 წელს დაასრულა სადოქტორო კვლევა ლანდშაფტური არქიტექტურის განხრით. მისი ნაშრომის თემა იყო „ბაზრების კატალიზატორული ზემოქმედება საჯარო სივრცეებზე”.
2012 წელს მუშაობდა ბრატისლავასა და პრაღაში საჯარო სივრცეების პრობლემებზე. 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას „Zeny prazskeho verejneho priestoru” – ქსელს, რომელიც არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და სათემო ცხოვრების განვითარების სფეროში ქალთა გააქტიურებას უწყობს ხელს. ამას გარდა, მილოტა ლექციებს კითხულობს ცენტრალური ევროპის არაერთ უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტში, ეწევა ინტერდისციპლინურ კვლევას, რასაც სხვადასხვა პროექტზე მუშაობას უთავსებს. მისი ინტერესები მოიცავს კულტურის როლს ურბანულ განვითარებაში, მის ხელშეწყობას, შესაბამის კომუნიკაციასა და კოორდინაციას, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობას ურბანული განვითარების სფეროში.