დავიდ დანილო ბარტელტი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თურქეთის ოფისის დირექტორი

დოქტორი დავიდ დანილო ბარტელტი სწავლობდა ისტორიასა და სოციალურ მეცნიერებებს ბოხუმში, ჰამბურგში (გერმანია), რესიფეში (ბრაზილია) და ბერლინში. 1989 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად და ავტორად და აშუქებდა საერთაშორისო პოლიტიკის, ლათინური ამერიკისა და ბრაზილიის საკითხებს. 2002 წლიდან 2010 წლამდე იყო Amnesty International-ის გერმანული განყოფილების სპიკერი ბერლინში.
2010-16 წლებში იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ბრაზილიის ოფისის დირექტორი. 2017- 2022 წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა რეგიონულ ოფისს მეხიკოში. ამჟამად ხელმძღვანელობს ფონდის თურქეთის ოფისს.