დოქტ. დავით ლოსაბერიძე
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის თავმჯდომარე

დავით ლოსაბერიძე არის ისტორიის მეცნიერების დოქტორი. მას აქვს სამოქალაქო სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნის წევრი, ხოლო 2013 წლიდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი მმართველობის რეფორმის და რეგიონული პოლიტიკის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

დავით ლოსაბერიძე აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში და აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ლექტორის და მკვლევრის პოზიციებზე. ის ასევე არის ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებების, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი მმართველობის და რეგიონული განვითარების საკითხებზე 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და ასევე საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის, დეცენტრალიზაციის შესახებ სტრატეგიის და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის კონცეფციის თანაავტორი. (2005-2014 წწ.).