დავით ჰოვანისიანი

დავით ჰოვანისიანი სწავლობდა  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბისტიკის მიმართულებით 1971-79 წლებში, ხოლო 1976-79 წლებში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი აღმოსავლეთმცოდნეობაში, არაბული ფილოლოგიის მიმართულებით. 1998 წლიდან დღემდე დავითი არის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1998-2003 წლებში ის მუშაობდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მიენიჭა სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დიპლომატიური რანგი. დავით ჰოვანისიანი  არის რეგიონული უსაფრთხოების სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და წევრი, ასევე სომხეთ-თურქეთის შერიგების კომიტეტის (TARC) წევრი, ამასთანავე ის არის კულტურისა და ცივილიზაციის შემსწავლელი ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი  ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არაბისტიკის ჟურნალის და  „ენა, საზოგადოება, კომუნიკაციის“ სარედაქციო საბჭოს წევრი და კავკასიოლოგიის ასოციაციის წევრი.