დოქტ. სონია შიფერსი 2021 წლის აგვისტოდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელია. ის არის გერმანიის მთავრობის მრჩეველთა საბჭოს წევრი სამოქალაქო კრიზისის პრევენციის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. შიფერსი ასევე არის არჩევნების დამკვირვებელი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში და იყო ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წევრი საქართველოში, თურქეთსა და მაკედონიაში.
შიფერსმა დოქტორის ხარისხი მიიღო ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, თემაზე - რუსეთის და თურქეთის არალიბერალური გარე გავლენები ბოსნიასა და საქართველოზე.
ფონდში მუშაობის დაწყებამდე, დოქტ. სონია შიფერსი მუშაობდა გერმანიის პარლამენტში, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში გაერთიანება 90/მწვანეები პარტიის საპარლამენტო ჯგუფის უფროს მრჩევლად. მოგვიანებით ის მუშაობდა გერმანიის პარლამენტის წევრ ჯემ ოზდემირთან მეცნიერ-თანამშრომლის/საგარეო პოლიტიკის მრჩევლის პოზიციაზე.
2017 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე, შიფერსი იყო მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტში. როგორც მოხალისე პრეზიდენტი (2017-2019) და გენდერის და საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი (2016-2020), შიფერსმა წვლილი შეიტანა პოლის180-ის ჩამოყალიბებაში, რომელიც არის ბერლინში დაფუძნებული ორგანიზაცია და მუშაობს საგარეო და ევროპის საკითხების მიმართულებით. აღნიშნულ ორგანიზაციაში ის ასევე უძღვებოდა პროექტებს ქართველ, უკრაინელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად. 2015 და 2013 წლებში შიფერსმა ერთი სემესტრი გაატარა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, სადაც ასწავლიდა საერთაშორისო ურთიერთობებს და ასევე სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონტაქტი
Sonja.Schiffers(at)ge.boell.org