დოქტორი ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი

დოქტორი ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი

დოქტორი ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი
ბიოგრაფია: 

დოქტორი ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ცენტრში იგი სლავისტიკის მიმართულებით მუშაობს და 2008 წლიდან უძღვება კულტურისა და ლიტერატურის კვლევის ცენტრის "ევროპა-აღმოსავლეთის" მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც ხელმძღვანელობს პროექტს "ფორსირებული მოდერნიზაციის აპორია: ნაციონალურის კონტურები საბჭოთა იმპერიაში".

ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინის საქმიანობაში ორი პროექტი იქცევს ყურადღებას: "კულტურული გმირის შედარებითი კვლევები" და "საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის".
ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინმა თავისი საქმიანობა მეტწილად რუსული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენლის ვარლამ შალამოვის შემოქმედების კვლევას მიუძღვნა. მის პუბლიკაციებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ამ მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ წიგნებს უჭირავს.

სტატიები: