ეკატერინე მიქაძე
ეკატერინე მიქაძე გარემოს დაცვის სპეციალისტია. ის წლების განმავლობაში მუშაოდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების და ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტებში. ეკატერინემ მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში ლონდონის იმპერიულ კოლეჯში (2020წ.), ხოლო მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მმართველობაში ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტში (2015 წ.) მოიპოვა. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესები კლიმატის ცვლილებას და ცირკულარულ ეკონომიკას ეხება.