გიორგი ცხადაია

გიორგი ცხადაიამ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი. 2008-2009 წლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა როჩესტერში, ნიუ-იორკის შტატში. 2013 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, პოლიტიკის მეცნიერების სპეციალობით. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი.