გიორგი მუხიგულიშვილი

გიორგი მუხიგულიშვილს 12 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების კვლევების მიმართულებით. მისი კვლევის სფერო მოიცავს ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის ანალიზს, კლიმატის ცვლილების გავლენას ენერგეტიკულ სექტორზე და სექტორის წვლილს სათბურის აირების ეროვნულ ემისიებში, შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების ანალიზს და საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკის კანონმდებლობის ანალიზს. გიორგი ამჟამად მუშაობს სადოქტორო კვლევაზე ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.

გიორგიმ პირველი მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) 2011 წელს მიიღო, ხოლო მეორე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ილიას უნივერსიტეტში 2012 წელს მიიღო, სადაც ძირითადად ენერგოუსაფრთხოების და ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების კვლევაზე მუშაობდა.