გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ბუნებრივი რესურსების, გარემოსდაცვითი და მწვანე პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მისი საქმიანობა ეხება როგორც ინდუსტრიულ და ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე დამოკიდებულ რეგიონებს, როგორიცაა ჭიათურა და ტყიბული, ისე ურბანულ ეკოლოგიურ წუხილებს.
გიორგის გარემოს მეცნიერებათა და პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში აქვს მიღებული. მისი კვლევითი ინტერესები კლიმატის ცვლილებას, „რესურსების წყევლისა" და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება.