ილია კუნჭულია

ილია კუნჭულია საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში სერტიფიცირების სპეციალისტია. ის მუშაობს ხილისა და ბოსტნეულის პირველადი წარმოების ხარისხის, ინფრასტრუქტურის გამართვასა და ფერმერული მეურნეობების ბიზნესმოდელების განვითარებაზე. ილიას ნამუშევარი აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (2015-2018) სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტზე, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებებით. ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი.