ირაკლი ირემაძე
კავკასიური სახლის დირექტორი
ირაკლი ირემაძე კავკასიური სახლის დირექტორია. ამავდროულად, ის დოქტორანტია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მისი სადოქტორო თემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სოციალური პოლიტიკას ეხება.
ირაკლი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი და ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.
ამასთანვე, არის თბილისის ფაბიანური საზოგადოების წევრი და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „რესპუბლიკა 100“ მკვლევარი.