ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე, ფილოსოფიის დოქტორი, დაიბადა 1965 წელს თბილისში (საქართველო). იგი გერმანულ ლიტერატურასა და ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლებოდა. მოგვიანებით მან აკადემური საქმიანობა გერმანული სწავლებების მიმართულებით იენაში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), თეოლოგიის განხრით ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია), და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლისთვის პოტსდამის უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) განაგრძო. თანამედროვე ისტორიის მიმართულებით თავის დისერტაციაზე ლაშა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) მუშაობდა, ხოლო სადოქტორო ხარისხი 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო.

მისი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პროფილის რიგ ორგანიზაციებში ჩამოყალიბდა: ლაშა მუშაობდა კულტურისა და მეცნიერების პროგრამის რეფერენტად გოეთეს ინსტიტუტში თბილისში; საერთაშორისო ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში; და ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას. ამასთან, ლაშა აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ ცხოვრებაში. იგი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა.

2009 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ხოლო 2010 წლიდან საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია.