მარაიკე ვენცელი
მსახიობი, პერფორმანს არტისტი

მარაიკე ვენცელი  გერმანელი მსახიობი და პერფორმანს არტისტია. 2007 წლიდან ის მოღვაწეობს დანიურ-ავსტრიულ პერფორმანს კოლექტივთან SIGNA ერთად.

2004 წელს მარაიკემ დაამთავრა ბირმინჰემის სამსახიობო სკოლა.

მარაიკეს მონაწილეობა აქვს მიღებული დადგმებში ბერლინის (Volksbühne), ჰამბურგის (Deutsches Schauspielhaus), კიოლნის (Schauspiel), ლაიფციგის (Central Theater) და მრავალ სხვა თეატრებში. ის დგამს წარმოდგენებს და ასწავლის სამსახიობო ხელოვნებას და პერფორმანსს.