მარიამ შალვაშვილი
მარიამ შალვაშვილის პორტრეტი

მარიამ შალვაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტია. მან დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში იკვლევდა სიკვდილისა და გლოვის პრაქტიკების გენდერულ და სოციალურ ასპექტებს სამეგრელოში, საბაკალავრო ნაშრომის ფარგლებში კი - სიკვდილისა და გლოვის გარშემო არსებულ იაპონურ პოეზიას ორიგინალ ენაზე. მარიამი ასწავლიდა სხვადასხვა საგანს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. ამჟამად არის სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი-ანთროპოლოგი კომპაქტურად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც იკვლევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, სოლიდარობის პრაქტიკებსა და ქალთა საკითხებს.