მარილუიზე ბეკი
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი

მარილუიზე ბეკი (დაიბადა 1952 წელს ) სწავლობდა გერმანულს , ისტორიასა და სოციოლოგიას ბილეფელდსა და ჰაიდელბერგში. შემდგომში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა პფორცჰაიმში. ჰყავს ორი ქალიშვილი და ოჯახთან ერთად ბრემენში ცხოვრობს. 1980 წლიდან მარილუიზე ბეკი მწვანეთა პარტიის წევრია. 1983 წელს იგი არჩეულ იქნა გერმანიის ბუნდესტაგის წევრად, რითაც მისი პირველი საპარლამენტო ვადა დაიწყო, რომლის დროსაც იგი მწვანეთა ერთერთი მნიშვნელოვანი სპიკერი პეტრა კელისთან და ოტო შილისთან ერთად. 1987-1990 წლებში იგი კიდევ ერთი საარჩევნო ვადით იყო წარმოდგენილი გერმანიის ბუნდესტაგში.

მარილუიზე ბეკი 1991-1994 წლებში ჰანზის თავისუფალი ქალაქის ბრემენის პარლამენტის წევრი იყო. 1990 წლიდან 1991 წლამდე იგი ასევე ბრემენის მწვანეთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სპიკერად მსახურობდა.

1994 წელს მარილუიზე ბეკი კვლავ აირჩიეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრად და მას შემდეგ ამ რანგში წარმოადგენს გერმანიის მწვანეთა პარტიას. მე -13 საარჩევნო ვადისას (1994 - 98), იგი შრომისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო ჯგუფის სპიკერი იყო. მისი სამუშაო ძირითადად მიმართული იყო გერმანიის შრომის ბაზრის და სამუშაო განაკვეთის რეგულირების პოლიტიკაზე, ასევე ევროპის სოციალურ და დასაქმების პოლიტიკაზე.

დაწყებული 1998 წლიდან, მე -14 საარჩევნო ვადის დასაწყისში, მარილუიზე ბეკი "უცხოელების საკითხებზე ფედერალური მთავრობის კომისრად" დაინიშნა. თავისი ახალი ამოცანებით იგი ბუნდესტაგის შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრი გახდა. მან ამ მიმართულებით მუშაობა მე -15 საარჩევნო ვადისას განაგრძო (2002-05) როგორც ფედერალური მთავრობის კომისარმა მიგრაციის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებზე. მან ასევე დამატებით აიღო პასუხისმგებლობა ყოფილიყო ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საკითხთა ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ფედერალური მთავრობა შეიცვალა მარილუიზე ბეკი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გახდა, სადაც იგი მწვანე საპარლამენტო ჯგუფის სპიკერია აღმოსავლეთ ევროპის (რუსეთი, ბელორუსი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები) საკითხებზე. იგი მსახურობს როგორც გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-ბოსნიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე და არის ევროპის საბჭოს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების წევრი.

1990-იანი წლების დასაწყისიდან მარილუიზე ბეკი აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში. ბრემენის პარლამენტის წევრობისას მან წვლილი შეიტანა პარტიათა შორის ინიციატივაში " ქალების დახმარება ქალებს", რომელიც ხორვატიის და ბოსნიის ომის ზონებში ტრავმირებულ ქალებზე იყო მიმართული. ეს ინიციატივა გადაიზარდა დახმარების სააგენტო "იმედის ხიდში ", რომელსაც მხარს უჭერდნენ გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირი, და რომლის გავლითაც მრავალი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა ბოსნიის ომის შედეგად განადგურებულ ზონებში. ამ სამუშაოსთვის მარილუიზე ბეკი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენით და ბოსნიის მუნიციპალიტეტის ლუკავაჩის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.