ნანო ზაზანაშვილი

ნანო ზაზანაშვილი დაიბადა 1984 წელს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ინტერიერის დიზაინის მიმართულება. 2009 წელს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის,ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე დაიცვა არქიტექტურის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2010-2012 წელებში იყო საინიციატივო ჯგუფის „ურბანული გარემოს ლაბორატორიის“ წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და მათ ანალიზს, ასევე კონკრეტული პროექტების განხორციელებას საჯარო სივრცეში. 2011-2014 წლამდე იყო თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ პროექტების მენეჯერის ასისტენტი და მკვლევარი. 2011 წლიდან დღემდე არის მოდერნისტული მოძრაობის შენობებისა და ადგილების დაცვის, დოკუმენტაციისა და კონსერვაციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია “დოკომომოს“ ეროვნული სექციის მკვლევარი.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს არქიტექტურული თვითადაპტაციის პროცესებს, ქალაქგეგმარებითი ტრანსფორმაციისა და საბჭოთა ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ნანო ზაზანაშვილი არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს 2011 წლის სტიპენდიატი და მისი კვლევა ეხებოდა სივრცის ადაპტაციის სისტემის შესწავლას იძულებით გადასახლებული პირების ახალი დასახლებების მაგალითზე.

Contributions: