ნინო ზუბაშვილი

ნინო ზუბაშვილი მუშაობს მკვლევარის პოზიციაზე CRRC-საქართველოში. წლების განმავლობაში, ნინო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მუშაობდა კველვაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე, პოლიტიკის ანალიზსა და განვითარების პროგრამებზე ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა სამოქალაქო განვითარება, სამშვიდობო პროცესები, ახალგაზრდები და მოხალისეობა, გენდერი და მიგრაცია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სამოქალაქო განვითარების საკითხებს, დამოკიდებულებების გავლენას უმცირესობების ინტეგრაციასა და სამშვიდობო პროცესებზე, ისევე, როგორც მეთოდოლოგიურ საკითხებს სოციალურ მეცნიერებებში.