ფეიზი ისმაილი
ფილოსოფოსი

ფეიზი ისმაილი - ფილოსოფიისა და სოციალური პოლიტიკის მაგისტრი, მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ქვეყნების განვითარების მიმართულებით ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევის სკოლაში, სადაც ამჟამად კითხულობს ლექციებს. მისი კვლევის ინტერესები შეიცავს არასამთავრო ორგანიზაციებსა და სოცილაურ მოძრაობებს, ნეოლიბერალიზმისა და იმპერიალიზმის ალტერნატივებს, ნეპალისა და სამხრეთ აზიის პოლიტიკისა და განვითარების საკითხებს.

ფეიზი თავის ნაშრომებს სხვადასხვა აკადემიურ ჟურნალებსა და კრიტიკულ ვებსაიტებზე აქვეყნებს. ის არის პუბლიკაციის The Assault on Universities: A Manifesto for Resistance ერთ-ერთი ავტორი და ის მნიშვნელოვან როლს ასულებდა სტუდენტურ მოძრაობაში 2010 წელს. ის აქტიურადაა ჩართული ომისა და მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკის წინააღმდეგ მოძრაობებში ბრიტანეთში.