სალომე კობალავა
პოლიტიკური ეკოლოგიის მკვლევარი და სოციოლოგი
სალომე კობალავას ფოტო

სალომე კობალავა პოლიტიკური ეკოლოგიის მკვლევარი და სოციოლოგია. მისი კვლევითი ინტერესები და სამუშაო თემები მოიცავს გარემოსდაცვით სამართლიანობას, კლიმატის ცვლილებას, ჰიდროპოლიტიკას და ექსტრაქტივიზმს, ასევე, განახლებად ენერგიას, სოფლის მეურნეობასა და სურსათის სისტემებს. სალომეს აქვს მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიასა და სოციალურ ანთროპოლოგიაში, რომელიც მან ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მოიპოვა. 2015-2017 წლებში ის სწავლობდა შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში, სადაც პირველი მაგისტრის ხარისხი მედიისა და კომუნიკაციების კვლევებში მიიღო. სალომეს უმუშავია გარემოსდაცვით, სამოქალაქო მონაწილეობის, ღია მმართველობის და სოციალური სამართლიანობის ადვოკატირების არაერთ პროექტზე.