სალომე შუბლაძე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი
Salome Shubladze portrait

სალომე შუბლაძე ფლობს საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გარდა ამისა, ის ფლობს ჟენევის აკადემიის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. მას გავლილი აქვს მრავალი კურსი საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა დარგში. სალომე ამჟამად სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამას ხელმძღვანელობს. სალომეს აქვს როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; სხვადასხვა დროს იურისტად მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებში.