სირან ჰოვანესიანი 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს სოციოლოგიის ფაკულტეტზე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მიწვეული მკვლევარის სტატუსით მუშაობდა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მელიქიანის ცენტრში.
როგორც გენდერის კვლევის ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, სირანი ჩართული იყო პირველი სამაგისტრო პროგრამის „ქალები, ლიდერობა და განვითარება“ დაარსებაში. ამავე პროგრამის ფარგლებში ის კითხულობს კურსს „ქალთა პრობლემები ჯანდაცვის სფეროში“. სირანი ასევე იყო მკვლევართა ჯგუფის წევრი, რომელიც იკვლევდა გენდერულ განწყობებს სომხურ საზოგადოებაში.