სოფო ზვიადაძე
sofo zviadadze

სოფო ზვიადაძე არის სოციოლოგი და რელიგიის მკვლევარი. ის არის ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში ის ხელმძღვანელობს რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამას. სოფო ზვიადაძემ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა პოლიტიკის მეცნიერებაში, სოციოლოგიასა და რელიგიის კვლევებში მიუნსტერის ვესთფალიის უნივერსტეტში (გერმანია). 2014 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების და სოციოლოგიის მიმართულებით. სოფო ზვიადაძის კვლევის ინტერესებია: რელიგია და პოლიტიკა, მეხსიერების და რელიგიურობის თანაკვეთის საკითხი სხვადასხვა  კულტურულ და პოლიტიკურ მოცემულობაში. ამჟამად ის იკველევს ისლამს და მუსლიმი თემის მრავალეფეროვნებას საქართველოში. სოფო ზვიადაძe ასევე სწავლობს ურბანულ გარემოში რელიგიურობის, სოციალური კავშირების და საჯარო სივრცის ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით საქართველოს მცირე ქალაქებში.