თამარ ცხადაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და აქვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში. საკანდიდატო დისრეტაცია 2006 წელს. მუშაობდა ფილოსოფიის ლექტორად (2001-2006) და შემდეგ ასისტენტ-პროფესორად (2006-2008) თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 2009-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გენდერის კვლევაში და გენდერის კვლევის აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი. 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს ფილოსოფიის ასოცირებულ პროფესორად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2003-2005 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროფესორთა პროფესიული განვითარების სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიატი. ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და რელიგიის დეპარტამენტში (2003) და სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტში (2004-2005). 2016 წლის შემოდგომაზე გერმაიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროფესორთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ბოხუმის რურის უნივრსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური უთანასწორობისა და გენდერის კათედრაზე.