თამარ ქებურია არის დოქტორანტი ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით. მისი მიმდინარე სადოქტორო კვლევა - შრომა და ყოველდღიურობა გვიანი საბჭოთა კავშირის საქართველოში - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის ისტორიის მაგალითზე დაყრდნობით სწავლობს ინდუსტრიული სივრცის, მშრომელთა კლასისა და ინდუსტრიულ წარმოებასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის ფორმირების სოციალურ, ეკონომიკურ და მატერიალურ საფუძვლებს. მისი კვლევითი და აკადემიური ინტერესები უკავშირდება საბჭოთა და გვიანი საბჭოთა პერიოდის ისტორიას, შრომისა და ყოველდღიურობის ისტორიას, კავკასიის რეგიონის და ნაციონალობის საკითხების კვლევებს. მან 2016 წელს წარჩინებით მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში, ხოლო 2018-2019 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას გააჩნია სოციალური პოლიტიკის კვლევის ხუთწლიანი გამოცდილება შრომის პოლიტიკის, ექსტრაქტივისტული ინდუსტრიებისა და მშრომელთა მოძრაობების მიმართლებით.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de