თომას ფატოიე სწავლობდა სოციალურ მეცნიერებებსა და კლასიკურ ფილოლოგიას გერმანიაში, ქ. მიუნსტერში. 1992-2010 წწ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბრაზილიაში. 2003-2010 წწ ის მუშაობდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში ტროპიკული ტყეების დაცვის მიმართულებით და კონსულტაციებს უწევდა ბრაზილიის გარემოს დაცვის სამინისტროს. 2003-2010 წწ ის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ბრაზილიის ოფისს ხელმძღვანელობდა.
მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია გავითარების ბრაზილიურ მოდელზე, ტროპიკული ტყეების დაცვის შესახებ. 2011 წლიდან ის მოღვაწეობს ბერლინში, არის დამოუკიდებელი კონსულტანტი და რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი.