თუთა ჩხეიძე
კომუნიკაციებისა და ვებ მენეჯერი

თუთა ჩხეიძე ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისს 2018 წელს შეუერთდა.

თუთა ჩხეიძემ მაგისტრის ხარისხი  მედიისა და კომუნიკაციის სპეციალიზაციით კინგსტონის უნივერსიტეტში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) 2018 წელს მიიღო. 2013-2017 წლებში მუშაობდა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პიარისა და კომუნიკაციის სპეციალისტად.  მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობდა გენდერული თანასწორობისა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველ ღონისძიებებსა და კამპანიებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეპორტიორად, ჟურნალისტად და გადაცემების წამყვანად როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ მედიებში, რადიოსა და ტელევიზიაში.

კონტაქტი

Tuta.Chkheidze[at]ge.boell.org