თუთანა კვარაცხელია არის უფროსი ანალიტიკოსი ენერგეტიკის პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის 7 წლიანი გამოცდილებით. მისი კვლევის სფეროებია: ენერგეტიკული სიღარიბე, სუფთა, უსაფრთხო და საიმედო ენერგიაზე წვდომა და მომხმარებლების უფლებების დაცვა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში. თუთანა ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შემუშავებაში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს ახალი კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასებასა და სხვა ანგარიშების მომზადებაში. იგი აგრძელებს მუშაობას საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის, ენერგეტიკული ტრანზიციის, სამართლიანი გადასვლისა და ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე სხვა პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
თუთანამ 2012 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამა. იგი არის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის (GFSIS) და ენერგეტიკული გაერთიანების სასწავლო პროგრამის ( 5th Energy Community Summer School) კურსდამთავრებული. 2021 წელს თუთანამ მიიღო ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც გაიარა კურსი ევროპის მწვანე შეთანხმების შესახებ (EU Green Deal).
თუთანა კვარაცხელია
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de