ვანო ჩხიკვაძემ ფონდში მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამიის კოორდინატორის თანამდებობაზე . მისი ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სამშვიდობო ინიციატივები და რეგიონული (სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის აუზი) ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული სხვა ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაცია.
2005-2006 წლებში იგი სწავლობდა ევროპის კოლეჯში (ვარშავა, პოლონეთი), სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, გერმანულ ანალიტიკურ ცენტში „ევროპის სტაბილურობის ინიციატივა" , ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ვანო აკადემიურ საქმიანობას ეწევა კავკასიის უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ევროპის საგარეო პოლიტიკის თემაზე.