ვედრან ჰორვატი - სოციოლოგი, ჟურნალისტი, ავტორი და აქტივისტი ხორვატიიდან. ის არის ზაგრებში დაფუძნებული პოლიტიკური ეკოლოგიის ინსტიტუტის მმართველი დირექტორი. აღნიშნული ინსტიტუტის დაარსებამდე, 2005-2015 წწ ის იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ზაგრების (ხორვატია) ოფისის დირექტორი. მანამდე ის მუშაობდა ჟურნალისტად ადგილობრივ და საერთაშორისო პოლიტიკურ გაზეთებში და აშუქებდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სოციალური უთანასწორობა, ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.
ის არის "მწვანე ევროპული ჟურნალის" ადგილობრივი კორესპონდენტი და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ეროვნული ფონდის მმართველი საბჭოს წევრი. 2000 წწ დასაწყისიდან ის რეგულარულად აქვეყნებს, სიტყვით გამოდის და აწყობს ღონისძიებებს ეკოლოგიური სამართლიანობის საკითხებზე, გარემოსდაცვით უფლებებსა და კლიმატის ცვლილებაზე.