ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი
ბიოგრაფია: 

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი 2009 წლიდან ბუნდესტაგის „კავშირი 90/მწვანეები“ ფრაქციის წევრია. იგი ფრაქციის მომხსენებელია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საკითხებზე და ამავდროულად ბუნდესტაგის სპორტულ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში  გერმანული დელეგაციის წევრია. იგი ასევე პასუხისმგებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამაზე (Internationales Parlaments-Stipendium / IPS). ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის პოლიტიკური ინტერესები მოიცავს გერმანია-საბერძნეთის თანამშრომლობის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიზაციის საკითხებს.

თავისი საპარლამენტო კარიერის დაწყებამდე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი დაეუფლა აგრარულ მეცნიერებებს ბონისა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და კენტის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტებში და ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში. 2008 წელს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა კიორბერის ფონდის USable ტრანსატლანტიკური იდეების კონკურსის პრემია მიიღო.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი თბილისს ეწვევა 2012 წლის 15-18 სექტემბერს, როგორც  ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამის (IPS) ჯგუფის წევრი. ამ მისიის გარდა, მას შეხვედრები ექნება საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონული ბიუროს ტრადიციულ საჯარო დებატებში 2012 წლის 17 სექტემბერს თემაზე: „საარჩევნო გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის: ტესტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზომად“.

სტატიები: