დოქ. ზაალ ანდრონიკაშვილი (დაბ. 1973) - ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი. ლაიბნიცის ლიტერატურის და კულტურის კვლევის ცენტრის (ბერლინი) მეცნიერ-თანამშრომელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი) პროფესორი. სწავლობდა ისტორიის და ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტებზე თბილისსა და ზაარბრიუკენში. 2005 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი გიოტინგენის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი საქმიანობა ძირითადად კონცენტრირებულია ლიტერატურის და კულტურის თეორიასა და საქართველოს კულტურის ისტორიაზე საბჭოთა კავშირის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონალურ კონტექსტებში. საკუთარ ბლოგში ზ. ანდრონიკაშვილი წერს საქართველოს კულტურის ისტორიის შესახებ და აკეთებს კომენტარებს საქართველოს პოლიტიკის შესახებ.
მიმდინარე კვლევითი პროექტი:
- ლიტერატურა საქართველოში. მცირე ლიტერატურასა და მსოფლიო ლიტერატურას შორის (განმახორციელებელი ინსტიტუტი: ლაიბნიცის ლიტერატურის და კულტურის კვლევის ცენტრი. პროექტი ხორციელდება „გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით (DFG 2019/2020-2022)).
უახლესი პუბლიკაციები:
- მონოგრაფია Landna(h)me Georgien. Studien zur kulturellen Semantik (ემზარ ჯგერენაიასთან და ფრანცისკა თუნ-ჰოენშტაინთან თანაავტორობით, ბერლინი, Kadmos-Kulturverlag 2018, 450 გვერდი) 1801-1989 წლების საქართველო-რუსეთი-აფხაზეთის ცვალებადი ისტორიის, მათ შორის ქართულ-რუსული და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინაპირობების შესახებ.
- მანფრედ ზაპერი, ფოლკერ ვაიქსელი და ზაალ ანდრონიკაშვილი (გამომცემელი) (2018): Traumland Georgien. Deutungen zur Kultur und Politik. Osteueropa 7 / 2018. 144 გვერდი.