ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი (HBS) მწვანე ანალიტიკური ცენტრი და საერთაშორისო პოლიტიკის ქსელია. ის ნაწილია მწვანე პოლიტიკური მოძრაობისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით განვითარდა სოციალიზმის, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის ტრადიციულ პოლიტიკებთან დისკუსიაში. როგორც მწვანე ხედვებისა და პროექტების ანალიტიკური ცენტრი, ჩვენ ჩართული ვართ საერთაშორისო ქსელში, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ პარტნიორ პროექტს დაახლოებით 60 ქვეყანაში.
HBS-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი დაარსდა 2003 წელს თბილისში. 2017 წელს კი სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ოფისმა ფილიალი დააარსა ერევანში.
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია წვლილი შევიტანოთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიზაციის პროცესებში.