ქალები არაფორმალურ ეკონომიკაში (2021)

ლოგო

საქართველოში, ზრუნვის სამუშაოში ჩართული ქალები, ქვეყნის არაფორმალური ეკონომიკის შეუმჩნეველ ნაწილს წარმოადგენენ. მათ, ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სოციალურ სიკეთეებთან. მაგალითად, 2020 წლის საყოველთაო კარანტინის დროს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ერთჯერადი დახმარების პროგრამა, ძიძებს არ შეხებია. იგივე შეიძლება ითქვას, ახალ საპენსიო რეფორმაზეც, რომელიც არ ითვალისწინებს, არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულ ადამიანებს. საქართველოს მთავრობას არ აქვს შემუშავებული რაიმე მექანიზმი არაფორმალურ ეკონომიკაში ჩართული ქალების შრომის იდენტიფიკაციისათვის.

მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, ორგანიზაცია „ქალთა მზერას“ მიერ შემოთავაზებული პროექტი, ცდილობს ხმა დაუბრუნოს არაფორმალურ ეკონომიკაში, ძირითადად კი, ზრუნვის შრომაში ჩართულ ქალებს. კვლევისა და მულტიმედიური მასალების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავს, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების ნარატივის პოპულარიზაციას, რათა, გამოავლინოს, ის, ემოციური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, თუ სოციალური ფაქტორები, რომლებიც ამ ქალების ყოველდღიურობას ქმნის.

პროექტი იკვლევს, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების, არაფორმალური დასაქმების, შემდეგ გამოცდილებებს: ძიძად მუშაობა, დასუფთავების სამუშაო, რეპეტიტორობა და საექთნო მომსახურება ბინაზე.

პროექტის ამოცანაა: (1) აამაღლოს ცოდნა და მგრძნობელობა ზრუნვის შრომის მიმართ, საზოგადოებასა და პოლიტიკაში; (2) ხელი შეუწყოს ცოდნის დაგროვებას, ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების მდგომარეობისა და საზოგადოებაში მათი როლის შესახებ; (3) საფუძველი შეუქმნას შემდგომ კვლევებსა და საზოგადოებრივ დებატებს ამ თემის გარშემო.