საზოგადოება კომუნიკო - ძიძების ასოციაციის შექმნა: ინფორმირებისა და გაძლიერების პრაქტიკები (2022)

COMMUNICO SOCIETY LOGO

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ძიძებისა და საოჯახო მშრომელების თვითორგანიზებას მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

ორგანიზაცია პროექტის პირველ ეტაპზე ძიძათა ასოციაციას ჩამოაყალიბებს. ორგანიზატორები არიან ორი ქალი, ძიძად მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილებით.

როგორც ორგანიზებული ერთობა, ასოციაცია მხარს დაუჭერს თავის ქალ წევრებს რამდენიმე მიმართულებით:

ა. დასაქმება - ასოციაციის წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია არსებული სამუშაო შესაძლებლობების შესახებ; ასოციაცია შეიმუშავებს და გაავრცელებს ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ფორმას. ხელშეკრულებაში აღწერილი იქნება დასაქმებულის მოვალეობები და უფლებები, ასევე დამსაქმებლის ვალდებულებები შრომითი ურთიერთობის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისა და სხვა ასპექტების კუთხით. ხელშეკრულება მომზადდება პროექტის ფარგლებში, იურიდიული კონსულტანტის ჩართულობით.

 ბ. იურიდიული კონსულტაცია - ასოციაცია გახდება იურიდიული კონსულტაციის ადგილი საოჯახო მშრომელებისთვის.

ძიძები, ფეისბუქ ჯგუფის მეშვეობით, თავად შეარჩევენ თემებს და შეიკრიბებიან განსახილველად. სადისკუსიო თემები შეიძლება მოიცავდეს დამსაქმებელთან სიტყვიერ შეთანხმებას, ანაზღაურებას, ბავშვის მშობლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას, პრობლემურ საქმეს და ა.შ.

ამ შეხვედრების შედეგად მიღებული გამოცდილება და ინფორმაცია გადაიქცევა ქალების მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოდ. სახელმძღვანელო გამოიცემა და გავრცელდება პროექტის დასრულებამდე. პროცესს გაუძღვებიან პროექტის ორგანიზატორები და ასოციაციის წევრები.