ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

ქარის ენერგიაCreator: Diogo Martins. CC-BY-NC-SA 2.0

Video: What is the German Energiewende?

ენერგეტიკული სიღარიბე - გზამკვლევი საჯარო დისკურსისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის

(მიმდინარე პროექტი) 2018 წელს ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ენერგეტიკული სიღარიბე - გზამკვლევი საჯარო დისკურსისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის".

ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლა 2017

მონაწილის ანგარიში
2017 წლის ზაფხულში, ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილებს საქართველოსთვის" მკვლევარმა - გიორგი მუხიგულიშვილმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა. გთავაზობთ მის ანგარიშს საზაფხულო სკოლისა და ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

ევროპის "ენერგეტიკული გაერთიანება" და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში (2017)

(დასრულებული პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავდა მიზნად.

ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა

2016 წლის 10 თებერვლის საჯარო დისკუსია მიეძღვნა ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკას. ენერგეტიკული უსაფრთხოების რა გამოწვევები უდგას ამჟამად საქართველოს? როგორია ენერგოდამოუკიდებლობის მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები?

ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის

2015 წლის 29 ოქტ.-1 ნოემ. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ბათუმში გარემოს დაცვით საკითხებით დაინტერესებულ 12 ჟურნალისტს უმასპინძლა. გთავაზობთ ტრენინგის მიმოხილვას და, აგრეთვე, მონაწილეების მიერ მომზადებულ მასალებს.

კონფერენცია "სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

2015 წლის 12 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ჩაატარა კონფერენცია "სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი" მეცნიერების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

ენერგოტრანზიტის და უსაფრთხოების ასიმეტრია სამხრეთ კავკასიაში: გზა რუსეთსა და ევროკავშირს შორის

უკანასკნელ წლებში სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფანი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს  ევროპის კავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში,  იწყება  აზერბაიჯანის კასპიის ნავთობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მომარაგება საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტრის გამოყენებით, იგეგმება ახალი გაზსადენების მშენებლობა და იწყება მათი ექსპულატაცია.

ავტორი თამარ პატარაია
Subscribe to RSSSubscribe to RSS