Friends and Partners

კოოპერაციული პროექტები

(მიმდინარე პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება. 

(მიმდინარე პროექტი) ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მოამზადა პროექტი ფემინსტრიმი. 2017 წლის მარტიდან პროექტი ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით გაგრძელდება.

(მიმდინარე პროექტი) 2016 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიერ ორგანიზებული პროექტის - მწვანე პოლიტიკური ფესტივალის მხარდამჭერია. ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში მწვანე ფასეულობების გავრცელება, ქვეყნის აქტუალური თემების განხილვა, არსებული ინიციატივების საჯარო პრეზენტაცია და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ახალგაზრდების გააქტიურება წარმოადგენს.

(მიმდინარე პროექტი) 2017 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან პარტნიორობით დაგეგმილი პროექტით, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ფართო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენას ისახავს მიზნად.

(პილოტური პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაცია.

(მიმდინარე პროექტი) 2017 წელს საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს პროექტს "თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით".

(მიმდინარე პროექტი) პროექტი, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC ახორციელებს, ემსახურება მიზანს ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობას დაუჭიროს მხარი.

(მიმდინარე პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული.

(დასრულებული პროექტი) 2016 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელ პროექტი 'მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი', რომლის მთავარ მიზანს არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და ყურადღების ცენტრში მოქცევა, ფართო აუდიტორიის, განსაკუთრებით მუშების და აქტივისტების, ყურადღების მოპყრობა წარმოადგენდა.

(დასრულებული პროექტი) 2016 წელს ორგანიზაციამ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი შესაძლებლობათა გაძლიერება კლიმატის ცვლილების სფეროში.

(მიმდინარე პროექტი) 2016/17 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივა საჯარო სივრცისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს სამართლებრივი ადვოკატირება ურბანული გარემოს დასაცავად.

(მიმდინარე პროექტი) 2016 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციები ურბანლაბ სომხეთი (UrbanLab Armenia) და ბოღოსიანის ბაღები (Boghossian Gardens) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს - „გაიაზრე მეწამორი“.

(დასრულებული პროექტი) 2016 წელს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობა საქართველოში.

(მიმდინარე პროექტი) ქალთა საკითხებზე მომუშავე ფონდი ტასო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს საბჭოთა ტრავმაქალთა მეხსიერებაში სოფლად.

(დასრულებული პროექტი) თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტის ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული განხორციელებას.

(დასრულებული პროექტი) 2016 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი დავიწყებული ისტორია - მეხსიერება დაუმორჩილებლობასა და კოლაბორაციას შორის.

ინიციატივით „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა.

(დასრულებული პროექტი) ორგანიზაციამ „ქალთა რესურს ცენტრი“ (სომხეთი) ფონდის ინიციატივითა და  ფინანსური მხარდაჭერით სალექციო კურსი მოამზადა ფემინიზმის შესახებ. ლექციები 2015-16 წლებში შემოდგომაზე ჩატარდა.

(მიმდინარე პროექტი) სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ეთნოლოგიური კვლევების ცენტრმა "ჰაზარაშენი", ცივილიზაციის და კულტურათა კვლევის ცენტრთან და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა.

(დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა რადიოგადაცემის ფემინსტრიმი  ციკლი.
რადიოგადაცემების მოსმენა>>

(დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული".

(დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში (კერძოდ, გურიაში) გენდერული ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციისა და ძალადობის ფარული არსის გაცნობიერებისა და გენდერული სტერეოტიპების გააზრების ხელშეწყობა.

(დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ასოციაცია მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა პროექტი "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად".

(დასრულებული პროექტი) სტერეოტიპების რღვევა და იმ ადამიანების ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება, რომლებიც „მტრებად“ ითვლებიან - სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ახალგაზრდა სომეხი და თურქი ქალების ჯგუფი გაერთიანდა.  

(დასრულებული პროექტი) პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნის-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა, მიზნად ისახავდა ტიმოთი სნაიდერის ნაშრომის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ქართულ ენაზე გამოცემას. აღნიშნული წიგნი, რომელსაც 2013 წელს ჰანა არენდტის პრიზი მიენიჭა, ზედმიწევნით აღწერს იმ საშინელებებს, რაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა ერთმანეთს შორის ტერიტორიებზე, რაც დღევანდელი ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსი, პოლონეთი და რუსეთის ნაწილია, დაატრიალეს.

(დასრულებული პროექტი) ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ინტერვიუების საფუძველზე შემქნილი ინსტალაცია, რომლიც მიზანია გენდერული ძალადობის ახლებურად გააზრება, მისი კვლევისა და განსჯის საგნად ქცევა.

(დასრულებული პროექტი) პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა, მიზნად ისახავდა კულტურის (კონკრეტულად კი კინოს) გამოყენებას ინტერკულტურული დიალოგის წარმართვისთვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის, შერიგებისა და სოციალური სამართლიანობის და სოციალურ-კულტურული მონაწილეობის მხარდაჭერისთვის სომხეთსა და საქართველოში.

(დასრულებული პროექტი) 2014 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი მეოცე საუკუნის საქართველო ოც კადრში განახორციელა.

(მიმდინარე პროექტი) პროექტი სამხრეთ კავკასიის ამბები წარმოადგენს netgazeti.ge-სთან თანამშრომლობას და მისი მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულენოვანი აუდიტორიის ინფორმირება netgazeti.ge-ს და გაზეთ “ბათუმლების” მეშვეობით.

(დასრულებული პროექტი) 2014 წელს ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივა“ ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით განახირციელა პროექტი, რომელიც  მიზნად ისახავდა მდგრადი ენერგეტიკული სისტემების და სწორი ენერგოპოლიტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

(დასრულებული პროექტი) 2014 წლის თებერვალში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (ერევანი, სომხეთი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში.

(დასრულებული პროექტი) 2013 წლის მაის-დეკემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მხარი დაუჭირა ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“ პროექტს პოლიტიკური განათლების „გამწვანება“ საქართველოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.

(დასრულებული პროექტი) პროექტი CAUCADOC ჩეხურ ორგანიზაცია „People in Need“-თან თანამშრომლობას წარმოადგენს. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინასებული ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც დოკუმენტური ფილმის წარმოებას უწყობდა ხელს და მთელ კავკასიას მოიცავდა 2012-14 წლებში. ჰბფ-სთან თანამშრომლობა 2013 წელს შედგა, როდესაც ფესტივალის ნაწილი ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული.

(დასრულებული პროექტი) პროექტი  “სტალინური სიები საქართველოდან” 2011-13 წლებში განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება “მემორიალთან” თანამშრომლობის შედეგად და  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მკვლევართა ჯგუფი ორ წელზე მეტ ხანს იკვლევდა და აანალიზებდა ინფორმაციას 1937-38 წლების “დიდი ტერორის” მსხვერპლთა შესახებ.

(დასრულებული პროექტი) პროექტი "სამხრეთ კავკასიის ხმები" წარმოადგენს ჟურნალ ლიბერალთან თანამშრომლობას. სტატიები, რომლებსაც წერდნენ ჟურნალისტები აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ქვეყნდებოდა ჟურნალის ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემაში.

(დასრულებული პროექტი) 2012 წლის ივლის-დეკემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მხარი დაუჭირა ასოციაციის  „მწვანე ალტერნატივა“ პროექტს პოლიტიკური დებატები მდგრადი განვითარებისთვის - 2012 წლის არჩევნები საქართველოში.

1. როგორ გგონიათ, აქვს თუ არა საქართველოს ევროპული მომავალი?
2. როგორ საქართველოს ხედავთ ხუთი წლის შემდეგ კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად?
3. როგორ ხედავთ თქვენ თავს ხუთი წლის პერსპექტივაში?

პასუხობენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მეგობრები

Subscribe to RSSSubscribe to RSS