CAUCADOC (2013)

პროექტი CAUCADOC ჩეხურ ორგანიზაცია „People in Need“-თან თანამშრომლობას წარმოადგენს. პროექტი ევროკომისიის მიერ დაფინასებული ფართო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც დოკუმენტური ფილმის წარმოებას უწყობდა ხელს და მთელ კავკასიას მოიცავდა 2012-14 წლებში. ჰბფ-სთან თანამშრომლობა 2013 წელს შედგა, როდესაც ფესტივალის ნაწილი ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა გახსნილი დიალოგის მხარდაჭერა კრიტიკულ სოციალურ საკითხებზე (კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება) კავკასიის შორეულ რეგიონებში დამოუკიდებელი და მდგრადი ადგილობრივი დოკუმენტური ფილმის ფესტივალების მოწყობით. ფესტივალის ფორმატი აერთიანებდა ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას.

პროექტის ფარგლებში 2013 წელს 15 ფესტივალი გაიმართა სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და აფხაზეთის 15 რეგიონში. დოკუმენტური ფილმის ჩვენება და შემდგომი დისკუსიები ხელს უწყობდა სენსიტიური გარემოს შექმნას, სადაც სტერეოტიპები კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა; საჯარო დებატები საზოგადოებას აძლევდა შესაძლებლობას ღიად ესაუბრათ რეგიონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის კი ეთნიკური კონფლიქტები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა. ამ გზით პროექტმა თავისი წვლილი შეიტანა სამხრეთ კავკასიაში ტოლერანტობის ზრდის და ნდობის გაძლიერების კუთხით.