საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია

პუბლიკაციით „საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ქართულ პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეს სთავაზობს საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტის (1987-2003 წწ) ანალიზს.

ნაშრომის 4 თავში განხილულია, თუ როგორ და რატომ დაიწყო ეროვნული თვითგამორკვევის მოძრაობასთან ერთად აღმოცენებული მძლავრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, როგორი გაგრძელება ჰპოვა მან ახალი ქართული სახელმწიფოს კონსოლიდაციის პირობებში და რამ გამოიწვია მისი დასუსტება. რატომ ვერ შედგა მწვანეთა პარტია საქართველოში? რატომ მოხვდა პოლიტიკური სივრცის მხოლოდ მარგინალურ ფლანგზე პარტია, რომელსაც თავიდან ჰქონდა საკმარისი ადამიანური რესურსიც და იდეებიც, რომ გადაქცეულიყო არა მხოლოდ კლასიკურ ოპოზიციად, ანდა თუნდაც არასაპარლამენტო, მაგრამ აქტიურ პარტიად, რომელიც საზოგადოებას ეკოლოგიურად ინოვაციურ ხედვებს შესტავაზებდა?

 

 

Product details
Date of Publication
2013
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
208
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-5878-3
Table of contents

გამომცმემლის წინასიტყვაობა

თავი I: შესავალი (თამარ პატარაია)

  1. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და მწვანეთა პარტიის იდეოლოგიური საფუძვლების შექმნა
  2. მწვანეთა მოძრაობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მწვანეთა მოძრაობის თავისებურებები საქართველოში (1987-1992)
  3. მწვანეთა პარტიის იდეოლოგიური საფუძვლები
  4. დასკვნა

თავი II: 1987-1992 (ნინო ბექიშვილი)

თავი III: 1992-1995 (დავით კოპალიანი)

თავი IV: 1995-2003 (ირაკლი აბსანძე, დავით კოპალიანი)

თავი V: ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია

დანართი: დოკუმენტები

პირთა საძიებელი

გამოყენებული საარქივო დოკუმენტაციის ნუსხა