ფემინისტი დედის დღიურები (2017)

(დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება. ასევე, ‘დედობის’ ცნების კრიტიკული გადააზრება დედების გამოცდილებასა და ფემინისტების ხედვაზე დაფუძნებით. 

პროექტის ავტორი: გენდერის მკვლევარი და ფემინისტი, თამთა თათარაშვილი.

პროექტის ფარგლებში დადგეგმილია შემდეგი აქტივობები:
 ○ დედობის ცნების ანალიზი ფემინისტური თეორიების მიხედვით, ლიტერატურის მიმოხილვა;
 ○ ქართველ დედებთან 15 ზეპირი ისტორიის ჩაწერა და გაანალიზება;
 ○ საქართველოს რეგიონებში საჯარო დებატების ორგანიზება.

ფემინისტური ლიტერატურის შეჯერების და ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე პროექტის ბლოგზე გამოქვეყნდება სულ მცირე, 7 სტატია. სტატიების ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.