გამომცემლობა „პოეზია“ - ტიმოთი სნაიდერის წიგნის თარგმანი (2020-2021) პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებს ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ ქართულენოვანი პუბლიკაციის - „ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელარუსი 1569-1999“ გამოქვეყნებით.
აფრა - დოკუმენტური ფილმი (2021) (მიმდინარე პროექტი) ფილმი ავტორის პირადი ბიოგრაფიის ელემენტებს მოიცავს და მისი გაყოფილი ოჯახის შესახებ ყვება.
კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა (2021) 2021 წლის თებერვლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარს უჭერს სოციალური სამართლიალობის ცენტრს პროექტის - კვლევისა და ადვოკატირების გზით სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა ფარგლებში.
GIP - სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი (2021) (მიმდინარე პროექტი)ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან 2021 წლის მარტიდან თანამშრომლობს პროექტის - სამხრეთ კავსასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი ფარგლებში
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების პროექტი (2018-2020) (მიმდეინარე პროექტი) 2018-2020 წწ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობის მიზანია სოვლაბის ინსტიტუციური გაძლიერება და საბჭოთა პერიოდის კრიტიკულ გააზრებაზე მიმართული საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსების მდგრადი განვითარება.
ფემინისტი დედის დღიურები (2017) (დასრულებული პროექტი) პროექტის მიზანია დედობის, როგორც გამოცდილებისა და როგორც ინსტიტუციის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე ფემინისტური დისკუსიის წამოწყება.
ფემინსტრიმი (2017) (დასრულებული პროექტი) 2016 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით მოამზადა პროექტი ფემინსტრიმი. 2017 წელს კი პროექტი ფემინისტური აუდიო პოდკასტების სახით გაგრძელდა.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების საპილოტე პროექტი (2017) (საპილოტე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაცია.
სოციალური პროტესტი 2010-2016 წლების საქართველოში: გამოცდილება და პერსპექტივები (2017) (დასრულებული პროექტი) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC-ის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერას.
გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2017) (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული.