ჰაინრიჰ ბიოლი 100

ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ გამართა სხვადასხვა ღონისძიება. ჰაინრიჰ ბიოლის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ მოეწყო გამოფენები ქუთაისში, თბილისსა და ერევანში.

ასევე გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ერთ-ერთ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმის  „კატარინა ბლუმის შელახული ღირსების“ ჩვენება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბილიოთეკაში. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ გამოსცა პუბლიკაცია - “ჰაინრიჰ ბიოლი 100: მწერალი და მოქალაქე“, რომელშიც შესულია მწერლის პოლიტიკური ესეისტიკა და შედარებით უფრო ვრცელი მოცულობის ტექსტი - ფრანკფურტის ლექციები. საიუბილეო გამოცემაში ასევე დაბეჭდილია ქართველი გერმანისტების და ლიტერატურათმცოდნეების - ლევან ბერძენიშვილის, ლევან ცაგარელის, მანანა პაიჭაძის და ნელი ამაშუკელის სტატიები, რომლებიც ეძღვნება ნობელიანტი მწერლის შემოქმედებას, მის ორ ვიზიტს (1966 და 1972 წლებში) საქართველოში და ზოგადად, ჰაინრიჰ ბიოლის მნიშვნელობას ქართული გერმანისტიკისა და კულტურისთვის. პუბლიკაციას თან ერთვის მწერლის მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის ქართულენოვანი ბიბლიოგრაფიული ნუსხა.

ჰაინირჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ „მწერალთა სახლთან“ ერთად ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის, სადაც მოსწვალეებს უნდა წარედგინათ თხზულებები, ხოლო სტუდენტებს ბიოლის მცირე ნაწარმოებების თარგმანები. სულ გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ბიოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე „მწერალთა სახლში“.